გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

„არ მგონია, დავით ბაქრაძეს არ ახსოვდეს, 2008 წელს რა რეზოლუციას დაუჭირა მხარი მისმა სახელისუფლებო გუნდმა“ - განაცხადა ტვ პირველის თოქშოუ „პირველებში“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ. არჩილ თალაკვაძის თქმით, ნაციონალური მოძრაობის ყ

29-09-2018

„ტაქსების რეგისტრაცია ორ თვეზე მეტია მიმდინარეობს და პირველი ოქტომბრის მერეც გაგრძელდება“ - განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანმა.


მისი თქმით, ტაქსების რეგისტრაცია იუსტიციის სახლში მოჭარბებული მიმართვიანობის საფუძველი ვერ იქნება.


„იცით, რომ ტაქსების რეგისტრაცია პირველი ოქტომბრის მერეც ჩვეულებრივად გრძელდება შესაბამისად, იუსტიციის სახლში მოჭარბებული მიმართვიანობა არ და ვერ დაუკავშირდება ტაქსებს. იქ სხვა სერვისებიც გაიცემა, მითუმეტეს იუსტიციის სახლებში რიგები მხოლოდ თბილისში არ არის, ტაქსების რეგისტრაციის სერვისი კი მხოლოდ თბილისს ეხება. მოქალაქეებს მინდა შევახსენო, რომ ტაქსების რეგისტრაცია პირველი ოქტომბრის შემდეგაც შეუძლიათ და ამ სერვისს ყველა გამგეობაში ისევ თავისუფლად მიიღებენ. რეგისტრაცია ასევე ელექტრონულად, სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ. რეგისტრაციის გარეშე უბრალოდ ვერ იმოძრავებენ ქუჩაში“ - აცხადებს ბექა დავითულიანი.


მისი თქმით, დღეს რეგისტრაციის დაახლოებით იგივე რაოდენობა დაფიქსირდა, რაც წინა დღეებში ფიქსირდებოდა. მისივე თქმით, დღეისათვის 9400 ტაქსია რეგისტრირებული.