გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გურიაში, სოფელ ლაშისღელეში სადრენაჟე სისტემის წმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

25-01-2024

საქართველოს მელიორაცია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, რიონის მარცხენა სანაპიროს დამშრობი სისტემის მოწესრიგების სამუშაოებს ახორციელებს.


ნატანი მასისა და ქვა-ღორღისგან   1,7 კმ სიგრძის სადრენაჟე კოლექტორი იწმინდება.


ჩატარებული სამუშაოები კოლექტორში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს, საპროექტო პარამეტრებში აღდგება აღნიშნული კოლექტორის კალაპოტი, შედეგად, უხვი ნალექის დროს,   დაახლოებით 50 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობის, საკარმიდამო ეზოებისა და  საცხოვრებელი სახლების დატბორვის საფრთხე აღარ იარსებებს.


მიმდინარე სამუშაოები, რომელსაც კომპანია ატარებს, თებერვალში დასრულდება.