26-01-2024
ფიზკულტურულ-სპორტულ კლუბ "დინამოსთან" დაკავშირებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დეტალების შესწავლა დიწყო.
ამის შესახებ საინფორმაციო პორტალ "region.ge"-ს საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, საქმე გამომძიებელს უკვე გადაეცა.
შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ფიზკულტურულ-სპორტულ კლუბ „დინამოსთან“ დაკავშირებით, საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ მიერ რამდენიმე თვის განმავლობაში წარმოებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგების შესახებ განცხადება წარმოებაში გასული წლის ბოლოს მიიღო.
წარმოებული ჟურნალისტური გამოძიების დროს, სააგენტომ ფიზკულტურულ-სპორტულ კლუბ „დინამოს“ გენერალურ დირექტორს, ზაქრო ვარაზაშვილს კონკრეტული კითხვებით არაერთგზის მიმართა, თუმცა უშედეგოდ.
მედიაჰოლდინგი „ჰორიზონტი“, საქმის მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას პერმანენტულად მიაწვდის.