გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2023 წელს რეგულირების ობიექტების 5466 ინსპექტირება განახორციელეს

26-01-2024

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, რეგულირების ობიექტების (ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის, გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მფლობელი სუბიექტების, გარემოსდაცვით ტექნიკურ რეგლამენტს დაქვემდებარებული საწარმოების) 5466 ინსპექტირება განახორციელეს.


განხორციელდა 414 რეგულირების ობიექტის საქმიანობის გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან  შესაბამისობის გეგმიური და არაგეგმიური ინსპექტირება. მათ შორის, 121-გარემოზე ზემოქმედების ნებართვით, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვით, ან გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემოწმება; 3 - ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის პირობების შესრულების შემოწმება;13 -სოჭის გირჩით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების შემოწმება; 7 -სამონადირეო მეურნეობის, თევზჭერის სპეციალური ლიცენზიის პირობების შესრულების შემოწმება; 20 - გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სახეობების იდენტიფიცირების მიზნით სასოფლო-სამეურნეო ნათესებიდანნიმუშების აღება/შემოწმება და 282- საქართველოს ნავსადგურებში შემოსული გემების ინსპექტირება.


284 რეგულირების ობიექტს წარედგინა ადმინისტრაციული მიწერილობები გამოვლენილი დარღვევების გონივრულ ვადაში აღმოსაფხვრელად; მათ შორის, 24 რეგულირების ობიექტს ადმინისტრაციული მიწერილობა,დარღვევის სრულ აღმოფხვრამდე საქმიანობის შეზღუდვის (სრული ან ნაწილობრივი) მოთხოვნით წარედგინა.


რეგულირების ობიექტების ინსპექტირების მთავარი შედეგი გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრა და საქმიანობის დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაა.