გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გურამ მაჭარაშვილი: მოგონილი მითია, რომ ჩვენ გვაწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ არსებობა; რომ გვაწყობდეს, მის გასამართლებას არ მოვითხოვდით

26-01-2024

„იაგო ხვიჩიას თუ რამის თავი აქვს, მოიზიდოს ამომრჩეველი 2024 წლის არჩევნებისთვის, მე ხომ არ ვუშლი ხელს,“ - ასე უპასუხა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა „გირჩის“ თავკაცის მოსაზრებას, იმის შესახებ, რომ „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკაში ჯერ კიდევ არსებობაში ლომის წილი „ქართულ ოცნებას“ მიუძღვის. როგორც მაჭარაშვილი ამბობს, იაგო ხვიჩიაზეა დამოკიდებული როგორ გადანაწილდება ოპოზიციაში საზოგადოების ხმები.


„თუ საზოგადოება გადაწყვეტს და საპარლამენტო უმრავლესობა დარჩება არსებული ხელისუფლების ხელში და ამაზე მიუთითებს ამ დროისთვის არსებული ვითარება, ასევე საზოგადოება გადაწყვეტს, როგორ გადაანაწილოს ხმები ოპოზიციაში და იაგო ხვიჩიაზეა დამოკიდებული, თუ როგორ დაარწმუნებს ის ამომრჩეველს, მე ხომ არ ვუშლი ხელს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.


მანვე „მითი“ უწოდა მოსაზრებას იმის შესახებ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ არსებობა სახელისუფლებო ძალების ინტერესებშია. "მოგონილი მითია, რომ ჩვენ გვაწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ არსებობა. ის რომ გვაწყობდეს, მის გასამართლებას ხომ არ მოვითხოვდით. საზოგადოება როცა ირჩევს ხელისუფლებას, ირჩევს ოპოზიციასაც და მე რატომ უნდა მისაყვედურონ იმისათვის, რომ ვაკრიტიკებ „ნაცმოძრაობას," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.