გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

შალვა პაპუაშვილი: საქართველო “კეთილსინდისიერების ინდექსით” ლიდერია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში და უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის 8 წევრსა და ნატო-ს 10 სახელმწიფოს

26-01-2024

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ ,,X” -ში “კეთილსინდისიერების ინდექსის” კვლევას ეხმიანება და აღნიშნავს რომ საქართველო ამ კვლევის მიხედვით ლიდერია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში და ასევე, უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის 8 წევრსა და ნატო-ს 10 სახელმწიფოს.


,,საქართველო “კეთილსინდისიერების ინდექსის” მიხედვით 29-ე ადგილით, ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელზეა. ინდექსი აფასებს ბიუჯეტის გამჭვირვალებას, მოქალაქეებისათვის ელექტრონული მომსახურების ხელმისაწვდომობას, სასამართლოს დამოუკიდებლობას, ადმინისტრაციული დატვირთვის დონესა და ვაჭრობის თავისუფლებას.


საქართველო ლიდერია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. ასევე, საქართველო უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის 8 წევრსა და ნატო-ს 10 სახელმწიფოს,” - წერს შალვა პაპუაშვილი.