გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

უკრაინული მედია- მიხეილ სააკაშვილი ბინის სახურავზე ავიდა და გადმოხტომით იმუქრებოდა

5-12-2017

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მის ბინაში ჩხრეკის გამო შენობის სახურავზე ავიდა, გადმოხტომით იმუქრებოდა, - იუწყება უკრაინული სააგენტო LB.ua-ს კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან. 

უკარიანულ მედიაში გავრცელებულ ვიდეომასალაში ასევე ჩანს, რომ სააკაშვილის ბინასთან იმყოფება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცრაზმი. ასევე ადგილზე იმყოფებიან სააკაშვილის ადვოკატები. 

უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის დავით საყვარელიძის განცხადებით, იმ ბინის კარებს, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, სპეცრაზმი ამტვრევს. ამის შესახებ დავით საყვარელიძემ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა.

„მიხეილ სააკაშვილის სახლში კარებს ამტვრევენ! კოსტიოლნის ქუჩა, ბინა 32, ვიკრიბებით!“ - დაწერა მან.

დავით საყვარელიძეს თქმით, მიხეილ სააკაშვილი შენობის სახურავზე იმყოფება. ბინაში ჩხრეკა მიმდინარეობს.

წყარო: "ინმტერპრესნიუსი"