გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

თამთა მეგრელიშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პასუხი უნდა აგოს 2008 წლის ომამდე გაყიდული ომისთვის

27-01-2024

„რუსეთ - საქართველოს ომი და სააკაშვილის მმართველობის პერიოდი უკვე შეფასდა საერთაშორისო სამართლებრივ პლატფორმებზე. ამ ძალის მიერ ჩადენილ ქმედებებზე რეაგირება უკვე ჩვენი ეროვნული ღირსების საკითხია,“- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა თამთა მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობამ“ პასუხი უნდა აგოს, როგორც ქართველი კაცის მწამებელმა და გამაუპატიურებელმა ძალამ.


„მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული ადმიანები გამოიკვეთებიან, როცა შეიქმნება (და ეჭვი არ მეპარება, რომ შეიქმნება) საგამოძიებო კომისია პარლამენტში და დაიკითხება ყველა ის პირი, რომელსაც შესაძლოა რაიმე კავშირი ჰქონდეს ამ საკითხთან და როგორც კი გამოიკვეთება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნიშნები, მე ვფიქრობ, პროკურატურა ამ თემით დაინტერესდება.


„ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გასამართლდეს, როგორც ქართველი კაცის მწამებელი და გამაუპატიურებელი ძალა. ასევე, მან პასუხი უნდა აგოს 2008 წლის ომამდე გაყიდული ომისთვის.


რუსეთ - საქართველოს ომი და სააკაშვილის მმართველობის პერიოდი უკვე შეფასდა საერთაშორისო სამართლებრივ პლატფორმებზე. ამ ძალის მიერ ჩადენილ ქმედებებზე რეაგირება ჩვენი ეროვნული ღირსების საკითხია. ჩვენს ქვეყანაში გვყავს ძალები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, მაგრამ ანტიქართულ ინტერესების გამტარები არიან, კონკრეტული ქვეყნების დაკვეთებს ასრულებენ. ძალიან რთულია, ამ ძალების პირისპირ შეინარჩუნო მშვიდობა, სტაბილურობა, გქონდეს ეკონომიკური წინსვლა, მოახდინო ევროინტეგრაცია. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გასამართლდეს,“ - განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.