გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

FITUR-2024-ის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო კომპანიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

27-01-2024

მადრიდის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის FITUR-2024  ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე საერთაშორისო ტურისტული პლატფორმების, ავიაკომპანიების, გავლენიანი PR და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.


საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის, გლობალურ პლატფორმებზე მარკეტინგული კამპანიების გამართვისა და თანამშრომლობის მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს მართავენ შემდეგ კომპანიებთან: Eurowings, Lufthansa, National Geographic, Expedia Group, Road Travel, Klebergroup, TransPerfect, HotelBeds, Smartvel და სხვა.


გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე დაჯავშნის გლობალური პლატფორმის Amadeus-ის ვიცე-პრეზიდენტსპრეზიდენტს შეხვდა.


FITUR-2024-ზე  საერთაშორისო მედიისთვის საქართველოს შესახებ პრეზენტაცია გაიმართა, სადაც ადმინისტრაციისთანამშრომლებმა ჟურნალისტებს საქართველოს ტურისტული პოტენციალი გააცნეს.


FITUR-2024 მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესი ტურისტულ გამოფენაა, სადაც  130-ზე მეტი ქვეყნიდან  9 ათასამდე მეტი კომპანიაა წარდგენილი.  მადრიდის ტურისტულ გამოფენას წელს დაახლოებით 136 ათასი   სტუმარი  ჰყავს.