გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

პატრულებმა აშშ-ი ექსტრემალურ სიტუაციებში ავტომანქანის მართვის კურსი გაიარეს

30-09-2018

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენლებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჯორჯიის უსაფრთხოების სასწავლო ცენტრში ექსტრემალურ სიტუაციებში ავტომანქანის მართვის ტრენერთა ტრენინგი ჩაუტარდათ.


სწავლება აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) ორგანიზებით განხორციელდა.

კურსი პრაქტიკულ და თეორიულ მეცადინეობებს მოიცავდა. სწავლების მიზანი იყო სამართალდამცველებისთვის უსაფრთხო და ექსტრემალურ სიტუაციებში ავტომობილის მართვის და ტრენერული უნარ-ჩვევების გაძლიერება.


ტრენინგის დახურვას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, თეიმურაზ კუპატაძე დაესწრო.


ვიზიტის ფარგლებში, თეიმურაზ კუპატაძემ შეხვედრები გამართა ჯორჯიის შტატის გუბერნატორთან, ქალაქ კოლუმბუსის სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებთან და სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელებთან.


შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის მსგავსი ტრენინგების ჩატარება მომავალშიც იგეგმება.