გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ედიშერ გვენეტაძე "ქართუს" განცხადებაზე: საინტერესოა, რას იტყვიან ის ფულის ტომარა ე.წ. ოპოზიციონერები, სინამდვილეში კი მეხუთე კოლონა ხაზარაძის მეთაურობით, რომელთაც 35 მილიონი კი არა, 35 თეთრი არ აქვთ გაღებული სამშობლოში ქველმოქმედებაზე

29-01-2024

საინტერესოა ამაზე რას იტყვიან ის ჭუჭყიანი ფულის ტომარა ე.წ. ოპოზიციონერები, სინამდვილეში კი მეხუთე კოლონის წარმომადგენლები ბნ-ი ხაზარაძის მეთაურობით, რომელთაც 35 მილიონი კი არა 35 თეთრი არ აქვთ გაღებული მშობლიურ ქვეყანაში რაიმე მშენებლობა-განახლება-რესტავრაცია-ქველმოქმედებაზე, - ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ფონდ "ქართუს" მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმად, სხვადასხვა პერიოდში ფონდის კონტრიბუციამ რესპუბლიკური საავადმყოფოს სასარგებლოდ შეადგინა 35 მილიონ აშშ დოლარზე მეტი.


გვენეტაძის თქმით, აღნიშნულ პირებს ქვეყნის ძარცვაში დიდი წვლილი მიუძღვით, გარდა ამისა, ისინი დესტაბილიზაციის პროვოცირებას ახდენენ, რათა საქართველო ომში ჩააბან.


"საინტერესოა ამაზე რას იტყვიან ის ჭუჭყიანი ფულის ტომარა ე.წ. ოპოზიციონერები!


სინამდვილეში კი მეხუთე კოლონის წარმომადგენლები ბნ-ი ხაზარაძის მეთაურობით, რომელთაც 35 მილიონი კი არა 35 თეთრი არ აქვთ გაღებული მშობლიურ ქვეყანაში რაიმე მშენებლობა-განახლება-რესტავრაცია-ქველმოქ­მედებაზე!


პირიქით? იცოცხლეთ!


ქვეყნის ძარცვასა და სიმდიდრეების საზღვარგარეთ გატანაში ლომის წილი მიუძღვით!


თუმცა ადამიანებს, რომელთაც შუბლის ძარღვი გაწყვეტილი აქვთ და უფრო მეტიც, როგორც დრომ უჩვენა სულ უშუბლძარღვოდ არიან დაბადებულნი!


შეუძლიათ უსირცხვილოდ და სინდის-ნამუსის გარეშე მოითხოვონ და კიდევაც ითხოვენ საკუთარი ქვეყნისა და მოსახლეობის დასანქცირებას!


და უფრო მეტიც პროვოცირებას ახდენენ დესტაბილიზაციის, რათა შემდეგ ისარგებლონ გართულებული სიტუაციით და ქვეყანა ჩააბან მიმდინარე ომში!


ამის საფასურად!


საკუთარი ბედნიერებისა და გარედან მათთვის დაპირებული ფეშენებლური ცხოვრებისათვის მზად არიან სასიკვდილოდ გაწირონ მოხუცები, ქალები, ბავშვები, ახალგაზრდობა! მთლიანი საქართველო!" - წერს გვენეტაძე Facebook-ზე.