გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გურამ გურამიშვილი: მაღალი დონის ინვესტორთა ფორუმზე ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელობას ევროპისა და ცენტრალური აზიის სატრანსპორტო დაკავშირებადობის კუთხით

29-01-2024

„ფორუმი ეძღვნება ევროკავშირისა და აზიის სატრანსპორტო დაკავშირებადობას. ამ კონტექსში საქართველო და მასზე გამავალი შუა დერეფნის მარშრუტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს. დღეს ფორუმზე ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელობას ამ დაკავშირებადობის კუთხით. განხილული იყო და საუბრები წარიმართა იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელსაც საქართველო ახორციელებს შუა დერეფნის მდგრადობის მიმართულებით - მხედველობაში მაქვს რკინიგზის მოდერნიზაცია, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, ანაკლიის პორტის პროექტი", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა, რომელიც ბრიუსელში მიმდინარე მაღალი დონის ინვესტორთა ფორუმში მონაწილეობს.


ღონისძიება 29 – 30 იანვარს ინიციატივა „გლობალური კარიბჭე"-ს ფარგლებში, ევროკავშირის ორგანიზებით ტარდება და ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის სატრანსპორტო კავშირების განვითარების პერსპექტივებს განიხილავს.


„ევროკავშირთან ასოცირების ვალდებულებების ფარგლებში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ტრანსპორტის კუთხით საკანონმდებლო დაახლოებაში ევროკავშირთან. 2024 წელი მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ გადავდივართ ახალ ეტაპზე და ამ კუთხით გვექნება მნიშვნელოვანი პროგრესი", - აღნიშნა გურამ გურამიშვილმა. მინისტრის მოადგილის თქმით, ხაზგასასმელია და მნიშვნელოვანია, რომ ხელი შეეწყოს შავ ზღვაზე პირდაპირ დაკავშირებადობას ევროკავშირის ქვეყნებთან. „დღეისათვის საქართველოს რუმინეთსა და ბულგარეთთან აქვს პირდაპირი მიმოსვლა. სამომავლოდ აღნიშნული სატრანსპორტო კავშირის კიდევ უფრო გაიზრდება, რისთვისაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შესაბამის მხარეებთან აწარმოებს მოლაპარაკებას. ასევე მნიშვნელოვანია, საქართველომ შუა დერეფანში ამ პროექტების განხორციელების კუთხით პოზიციონირება გააუმჯობესოს," - განაცხადა გურამ გურამიშვილმა.


აღსანიშნავია, რომ ფორუმზე განიხილება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) 2023 წლის კვლევა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ყველაზე მდგრადი და პერსპექტიული მარშრუტების იდენტიფიცირება ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის. კვლევის მიხედვით, ტრანს-კასპიური მარშრუტი (შუა დერეფანი) ამ კუთხით ყველაზე მიმზიდველ მარშრუტად შეფასდა. ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის განისაზღვრა პოტენციური საინვესტიციო პროექტები და სხვა კონკრეტული ღონისძიებები სატრანსპორტო კავშირების გასაუმჯობესებლად. აღნიშნული კვლევის მიხედვით, შესაბამისი გამტარუნარიანობის პირობებში, 2040 წლისთვის ევროპა-ჩინეთს შორის ტრანს-კასპიური მარშურტით საკონტეინერო მიმოსვლა შესაძლოა 1.1 მლნ კონტეინერამდე გაიზარდოს.