გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ევროკომისარმა ტრანსპორტის საკითხებში შუა დერეფნის განვითარების კუთხით საქართველოს მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა

29-01-2024

ევროკომისარმა ტრანსპორტის საკითხებში ადინა ვალეანმა ბრიუსელში მიმდინარე მაღალი დონის ინვესტორთა ფორუმზე ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის სატრანსპორტო კავშირების განვითარების კუთხით საქართველოს როლზე ისაუბრა. მისი შეფასებით, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში ამ თვალსაზრისით საქართველოს მხრიდან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილები გაკეთდა.


„ძალიან საყურადღებოა პოლიტიკური გზავნილები, რომელიც საქართველომ ევროპულ ოჯახთან შეერთების გზაზე გააჟღერა - პრაგმატული მიდგომა იმის შესახებ, თუ რა რეალური საინვესტიციო საჭიროებაა შუა დერეფანში, სადაც საქართველოს საკმაოდ მნიშნელოვანი როლი ენიჭება", - აღნიშნა ადინა ვალეანმა ამ საკითხის კომენტირებისას.


მაღალი დონის ინვესტორთა ფორუმი ინიციატივა „გლობალური კარიბჭე"-ს ფარგლებში, ევროკავშირის ორგანიზებით ტარდება და ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის სატრანსპორტო კავშირების განვითარების პერსპექტივებს განიხილავს. ფორუმზე განიხილება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითრების ბანკის (EBRD) 2023 წლის კვლევა, რომლის მიხედვით, საქართველოზე გამავალი ტრანს-კასპიური მარშრუტი (შუა დერეფანი) ამ კუთხით ყველაზე მიმზიდველ მარშრუტად შეფასდა.


„რა თქმა უნდა, საზღვაო კავშირს, შავი ზღვის გავლით ევროპისკენ, უდიდესი დატვირთვა აქვს საქართველოსთვის. ჩვენ მოუთმენლად ველით ინვესტიციებს და მხარდაჭერას, რათა ეს კავშირი კიდევ უფრო მეტად განვითარდეს", - აღნიშნა ევროკომისარმა.