გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი: ჩვენს „ტაივანჩიკებს" ვაცადოთ - იქნებ გვეღირსოს მათი არგუმენტირებული „ტაივანური" ახსნა-განმარტება Twreporter-ის გამოძიებაზე

31-01-2024

ბოლო ორი წლის განმავლობაში სანქციების გვერდის ავლის თემებზე დაგეშილი ჩვენი ადგილობრივი „ენ-ჯე-ოშნიკები", საკუთარ პირდაპირ თუ ირიბ კავშირებს სანქციების რეალურ დამრღვევებთან, საგულდაგულოდ მალავენ,“ - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.


ვრცელ პოსტში ის საუბრობს იმაზე თუ რიგორ ახერხებს ტაივანი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლითა და თურქეთის შესაძლებლობების გამოყენებით აგრესორი ქვეყნის სტრატეგიული საწარმოების „made in taiwan" ჩარხებით მომარაგებას.


„ზუსტად არ ვიცით, აქვთ თუ არა ტაივანზე მიღებული „რუსული კანონი", ისეთი, რომლის მეშვეობით გამჭვირვალე იქნებოდა, თუ რომელი ფინანსური ნაკადებით (და რა მიზნით) ხდება იმ გრანტების „კაპიტალიზაცია", თუნდაც ჩვენს „ტაივანჩიკებს" (ხიდაშელ/უსუფაშვილს) რომ კვებავენ. ამიტომ სრული უფლება გვაქვს მივმართოთ ვარაუდებს.


ერთ-ერთ მათგანს მივყავართ ინფორმაციამდე, თუ როგორ ახერხებს ტაივანი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლითა და თურქეთის შესაძლებლობების გამოყენებით აგრესორი ქვეყნის სტრატეგიული საწარმოების „made in taiwan" ჩარხებით მომარაგებას. თურქეთი ამ შემთხვევაში სატრანზიტო პუნქტის როლს თამაშობდა. გამომცემლობა Twreporter-ის მიერ ჩატარებული გამოძიებით (https://­www.twreporter.org/…/taiwan-machine-tool-russia…) დადგინდა, რომ საბაჟო სტატისტიკამ გამოავლინა გასული წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით თურქეთში ტაივანური ჩარხების ექსპორტის 45%-იანი ზრდა 2022 წელთან შედარებით.


იმავე გამოძიების თანახმად, თურქეთში შემოსული აღნიშნული ჩარხები მომენტალურად ქრებიან რუსეთის მიმართულებით. რა თქმა უნდა, დადასტურებით იმის თქმა, რომ ტაივანური გრანტები მოიცავენ „ანტისანქციურ" ფინანსურ ნაკადებსაც, ჩვენ არ შეგვიძლია, მერაბიშვილისეული პოსტულატის მიუხედავად, რომ "ფულს სუნი არა აქვს". მაგრამ ტაივანზე და ტაივანურ დოლარებზე მიბმული ჩვენი "უფლებადამცველების" დუმილი ამ თემაზე, ჩვენი ვარაუდის ირიბ დადასტურებას ამაგრებს. ბოლო ორი წლის განმავლობაში სანქციების გვერდის ავლის თემებზე დაგეშილი ჩვენი ადგილობრივი „ენ-ჯე-ოშნიკები", რომლებიც უკრაინა-აშშ-ევროპას პერიოდულად კვებავენ დეზინფორმაციით საქართველოს დაუდასტურებელი „ბრალეულობის" თაობაზე, საკუთარ პირდაპირ თუ ირიბ კავშირებს ამ სანქციების რეალურ დამრღვევებთან, საგულდაგულოდ მალავენ.


ამიტომ უნდა მიგვეღო ის ეროვნული კანონი და ამიტომ იქნება ის აუცილებლად მისაღები. ჩვენს „ტაივანჩიკებს" კი ვაცადოთ - იქნებ გვეღირსოს მათი არგუმენტირებული „ტაივანური" ახსნა-განმარტება Twreporter-ის გამოძიებაზე? არა...არა - ეს ისე, რიტორიკული იყო,“ - წერს Facebook-ზე დავით ქართველიშვილი.