30-09-2018
"მეუფეო შეწყვიტე დუმილი", "ნუ დაუტოვებთ ყორნებს საჯიჯგნად თქვენს მღვდელს", "მღვდელმთავარს მხოლოდ უფლის შიში ჰმართებს", - ამ ლოზუნგებით ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის მეუფე დიმიტრის რეზიდენციასთან დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები და მრევლი საპროტესტო აქციას მართავს.
როგორც დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე აცხადებს, მეუფემ უდანაშაულო დეკანოზისთვის ხმა უნდა ამოიღოს.
„ეპარქიის მმართველს კიდევ ერთხელ შევახსენეთ, რომ უკანონოდ ზის დეკანოზი ციხეში. მან ჩემზე უკეთ იცის და ნაწილობრივ კიდეც დაადასტურა, რომ დეკანოზი უდანაშაულოა, თუმცა წელიწადნახევარი გავიდა და ეპარქიას ხმა არ ამოუღია მღვდლის დასაცავად. მეუფე იაკობი ამბიონიდან ილანძღება, ეს ყველაფერი მიმართულია ეპარქიის წინააღმდეგ, მაგრამ ეპარქია დუმს. მეუფემ მინიმუმ საწინააღმდეგო განცხადება უნდა გააკეთოს", - განაცხადა დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ თორნიკე მამალაძემ.