გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მცხეთა-მთიანეთში ლამი-მისაქციელის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

2-02-2024

მაგისტრალური არხის და ერთ-ერთი წყალგამანაწილებლის, ჯამში, 5 კმ-მდე სიგრძის მონაკვეთები მონოლითური რკინა-ბეტონით მოპირკეთდება; შეკეთდება და აღდგება აღნიშნულ მონაკვეთებზე  განთავსებული სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობა (გვირაბი, გალერეა); არსებული მილხიდები  და  საფეხმავლო  გადასასვლელები ახლით შეიცვლება.  


პროექტის განხორციელების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდება წყლის დანაკარგი; ასეულობით ჰექტარ  სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე  წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება.


პროექტის ღირებულება 6 მლნ ლარზე მეტია.


სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2025 წლის იანვარში დასრულდება.


ლამი-მისაქციელის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები „საქართველოს მელიორაციის” გენერალურმა დირექტორმა თამაზ მღებრიშვილმა დაათვალიერა და სარწყავი წყლის მიწოდების საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია ადგილობრივი ფერმერებისგან მოისმინა.