გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

თსუ-ში ახალი სამეცნიერო, სასწავლო და სპორტული სივრცე შეიქმნება

3-02-2024

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტისთვის დაპროფესიული განათლების ცენტრისთვის სასწავლო დანიშნულების სივრცის შესაქმნელად  მეათე (მაღლივი) კორპუსის მიმდებარედ  ახალი კორპუსის აშენება იგეგმება.


თსუ რექტორის მოადგილის კახაბერ ჭეიშვილის ინფორმაციით, ეკონომიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებისთვის შეიქმნება კვლევითი საქმიანობისთვის აუცილებელი პირობები; ასევე, ახალი პროფესიული პროგრამების დასამატებლად აღნიშნულ შენობაში სასწავლო და პრაქტიკული მეცადინეობისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა გაიმართება.


ასევე, თსუ რექტორის ჯაბა სამუშიას ინიციატივით, აღნიშნულ შენობაში მოეწყობა სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცე, რომელიც თსუ-ს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს საშუალებას მისცემს იზრუნონ ჯანსაღი ცხოვრების წესზე, მონაწილეობა მიიღონ სპორტულ აქტივობებში და  ისარგებლონ კომპლექსის მომსახურების შეღავათიანი ტარიფებით; განახლდებაუკვე არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა, აშენდება დამატებითი სივრცეები სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის, მათ შორის, გაიხსნება 25-მეტრიანი საცურაო აუზი.


შენობის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებასთან დაკავშირებით გაიმართა კონკურსი, რომელშიც კომპანია  ,,თბილქალაქპროექტმა“ გაიმარჯვა.სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.