30-09-2018
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში ხვალ მმართველი გუნდის შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრას დაესწრებიან პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.
ასევე, პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, 2012 წლის 1 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ გამარჯვებიდან ექვსი წლისთავზე, გაკეთდება პოლიტიკური განცხადება.