გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გიორგი ამილახვარმა საზოგადოებას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამა გააცნო

5-02-2024

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატს გიორგი ამილახვარს დღეს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე უსმენენ.


გიორგი ამილახვარმა ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების კუთხით მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და ამ მიმართულებით საზოგადოებას სამომავლო გეგმები გააცნო.


მინისტრობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა ქვეყნის მასშტაბით განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ დღეს სწორედ განათლება არის მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი.


გიორგი ამილახვარი: „საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს განათლებაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და მისი ხარისხის ზრდა წარმოადგენს. ამის ნათელი დასტურია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სისტემის ყოველწლიურად მზარდი ბიუჯეტი, რომელმაც 2024 წელს უპრეცედენტო ნიშნულს –2,508.0მლნ ლარს მიაღწია.“