გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ზურაბ ქადაგიძე: ხაზარაძე/ჯაფარიძის თაღლითურმა დუეტმა რომ ობლიგაციების მფლობელები გადაყარა "ლისი დეველოპმენტის" საქმეში, ამ ამბავს არ ვიმჩნევთ?

6-02-2024

"ხაზარაძე / ჯაფარიძის თაღლითურმა დუეტმა რომ ობლიგაციების მფლობელები გადაყარა "ლისი დეველოპმენტის" საქმეში, ამ ამბავს არ ვიმჩნევთ?" - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, "ლისი დეველოპმენტი"-ს განცხადებას, სადაც ობლიგაციების მფლობელთა შეცდომაში შეყვანას აღიარებს და ობლიგაციების ვადამდე განაღდებას სთავაზობს.


ქადაგიძის თქმით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თავისი კომპანია აუდიტორებს გაბერილ ფასად შეაფასებინეს, მერე რომ ბევრი ობლიგაცია გამოეშვათ.


„ხაზარაძე / ჯაფარიძის თაღლითურმა დუეტმა რომ ობლიგაციების მფლობელები გადაყარა "ლისი დეველოპმენტის" საქმეში, ამ ამბავს არ ვიმჩნევთ? არც იმას ვიმჩნევთ, რომ თავისი კომპანია აუდიტორებს გაბერილ ფასად შეაფასებინეს, მერე რომ ბევრი ობლიგაცია გამოეშვათ და ხალხი გადაეყარათ? არც იმას ვიმჩნევთ, დროული რეაგირება რომ არა, ეს ხალხი რომ დღეს განწირული იქნებოდა? ეს ორი მევახშე კიდევ ურცხვად იტყუება, 1 000 ლარიან პენსიას დავარიგებო… სულით-ხორცამდე მევახშე თაღლითები ესენი“- წერს ზურაბ ქადაგიძე facebook-ზე.