გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლაშა ხუციშვილი: საქართველო აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო და ორმხრივ პარტნიორებთან

6-02-2024

საქართველო აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო და ორმხრივ პარტნიორებთან, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ლაშა ხუციშვილმა ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე.


მისი თქმით, 2022 წელს საქართველო შეუერთდა მსოფლიო ბანკის ჯგუფში შემავალ IDA (საერთაშორისო განვითარების ასოციაცია) დონორების ქვეყნებს, მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის 30 წლისთავზე, ხოლო მიმდინარე წელს, ასევე, იგეგმება შევუერთდეთ აზიის განვითარების ბანკის ADF (აზიის განვითარების ფონდი) პლატფორმას, როგორც დონორი ორგანიზაცია.


2023 წელს საქართველო თავმჯდომარეობდა აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამას და წლის მანძილზე საქართველოში წარმატებით ჩატარდა ყველა დაგეგმილი ღონისძიება.


„ამჟამად, მიმდინარეობს აქტიური სამზადისი, 2024 წლის მაისში აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის მასპინძლობისათვის, რაც იქნება ამ მიმართულებით საქართველოში ჩატარებული ყველაზე დიდი ღონისძიება, რომლშიც მონაწილეობას მიიღებს 68 ქვეყნის 4000-მდე დელეგატი", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.