გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ვლადიმერ პუტინმა აფხაზებს „გამარჯვების“ დღე მიულოცა

1-10-2018

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას „გამარჯვების“ 25 წლისთავი მიულოცა. მილოცვის ტექსტში აღნიშნულია, რომ "რუსეთი მომავალშიც ყოვლისმომცველ დახმარებას გაუწევს რესპუბლიკის ხელმძღვანელობასა და ხალხს მათ წინაშე არსებული ამოცანების გადასაჭრელად“.

სოხუმში კი, „აფხაზეთის დამოუკიდებლობისა და გამარჯვების დღის“ 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობს. თავისუფლების მოედანზე ამ დღის აღსანიშნად სამხედრო აღლუმი ჩატარდა.

„დამოუკიდებლობისა და გამარჯვების დღე, რომელსაც ჩვენს მეგობრებთან, თანამებრძოლებთან და ძმებთან ვზეიმობთ, ჩვენი უახლესი ისტორიის განუყოფელი ნაწილი გახდა. ჩვენმა ხალხმა დაიმსახურა წმინდა თავისუფლება, რომელსაც ათასობით მამაცი აფხაზი შეეწირა. 1992 წლის აგვისტოში აფხაზეთის ტერიტორიაზე ვერაგულად შემოჭრილ ქართველებთან უთანასწორო ბრძოლაში ჩვენ გვერდით იდგნენ ჩვენი ძმები ჩრდილოეთი კავკასიიდან, ჩვენი თანამემამულეები სხვადასხვა ქვეყნიდან, მოხალისეები რუსეთიდან, სამხრეთ ოსეთიდან, დნესტრისპირეთიდან და სხვა“, - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ.

25 წლის წინ აფხაზეთში ომის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა, 250 ათასამდე ქართველი კი საკუთარ ქვეყანაში დევნილი გახდა.



radioatinati.ge