გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლაშა ხუციშვილი: ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, გაგრძელდება მუშაობა საბაჟო მიმართულებით პროექტების წარმატებით დანერგვისთვის

6-02-2024

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით ევროკავშირის ბაზართან ქვეყნის დაახლოების, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პოტენციალის ათვისებისა და ამ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, გაგრძელდება მუშაობა საბაჟო მიმართულებით რიგი პროექტების წარმატებით დანერგვისთვის (მათ შორის, „ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემისა" (NCTS) და ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის ინსტიტუტის იმპლემენტაცია). ასევე, გაგრძელდება საბაჟო ინფრასტრუქტურის სრული განახლების პროცესი.


ლაშა ხუციშვილის თქმით, გაგრძელდება მუშაობა ფინანსური კონტროლის სისტემის დანერგვის მიზნით, სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების სტრატეგიის შესაბამისად, ასევე აქტიურად გაგრძელდება მუშაობა სათამაშო ბიზნესის რეგულირების მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი ცვლილებების მიმართულებით;


როგორც ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესრულების ნაწილში, ასევე მნიშვნელოვანი იყო ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაწეული ძალისხმევა და სამსახური აქტიურად გააგრძელებს რეფორმებს ამ მიმართულებით;


ლაშა ხუციშვილის თქმით, გაგრძელდება მუშაობა ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიმართულებით, კერძოდ, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საბიუჯეტო პროცესში მოსახლეობისა და დაინტერესებული ორგანიზაციების ჩართულობის გაუმჯობესებას. ასევე გაგრძელდება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მუშაობა ეკონომიკური დანაშაულის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.


ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ასევე, ისაუბრა საერთაშორისო სანქციების აღსრულების საკითხზე.


საერთაშორისო სანქციების აღსრულების მხარდაჭერის ნაწილში 2023 წელს ხორციელდებოდა და 2024 წელს კვლავაც აქტიურად გაგრძელდება პარტნიორი ქვეყნების მიერ აღიარებული, საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ მიმდინარე მკაცრი მონიტორინგი და სანქციებისგან თავის არიდების მიზნით საქართველოს ტერიტორიის გამოყენების აღკვეთისკენ მიმართული საქმიანობა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის რისკების მართვის მოდულების მეშვეობით. ამ მიმართულებით გაგრძელდება მუდმივი კოორდინაცია პარტნიორ ქვეყნებთან და ინფორმაციის ოპერატიულ რეჟიმში გაცვლა. ზემოაღნიშნული ძალისხმევის შედეგად მიღებულია საბაჟო გამშვები პუნქტებიდან სანქცირებული საქონლის უკან გაბრუნების 1 780 საბაჟო გადაწყვეტილება, გაფორმების ეკონომიკურ ზონებში საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის განზრახვის თაობაზე, პირის ზეპირი/წერილობითი მომართვისას უარის თქმის 1000-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება. საბაჟო დეპარტამენტი სანქციების კონტროლს ამჟამად ახორციელებს 36 რისკის პროფილის მეშვეობით", - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.