გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზურაბ ქადაგიძე: ფორმალური პრეზიდენტი, რომელიც სულ რაღაც 2 წლის წინ, ოპოზიციის მხრიდან სამარცხვინო, რეზიდენტი და ღალატის ფორმულა იყო, ახლა ქარიზმატულ ოპოზიციურ ლიდერად იქცა არა ბუნებრივად, არამედ გლობალური ომის პარტიის დავალებით!

7-02-2024

„ფორმალური პრეზიდენტი, რომელიც სულ რაღაც 2 წლის წინ, ოპოზიციის მხრიდან სამარცხვინო, რეზიდენტი და ღალატის ფორმულა იყო, ახლა ქარიზმატულ ოპოზიციურ ლიდერად იქცა არა ბუნებრივად, არამედ გლობალური ომის პარტიის დავალებით!“ - წერს სოციალურ ქსელში მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, რითაც საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში გუშინდელ გამოსვლას ეხმაურება.


მისივე თქმით, თუ „გლობალური ომის პარტია“ ჩათვლის, რომ ქართულ ოპოზიციურ სპექტრში უნდა შეიქმნას, „კვაზი-კოალიცია“ ის შეიქმნება.

„აგენტოკრატების“ ხვედრი…


სიბრიყვეა იმის დაჯერება, რომ ოპოზიციურ გაერთიანებებსა და კოალიციებს, პარტიები საერთო მიზნით, მისწრაფებებითა თუ იდეებით შექმნიან.

მიუხედავად იმისა, ვის როგორი რეიტინგი და წარსული, რა მასშტაბის ნდობა და ავტორიტეტი, რისი შესაძლებლობა და უნარი გააჩნია, აუცილებლად დაექვემდებარებიან დავალებას, რომელიც გარედან მოვა.


თუ კი ჩათვლის, „გლობალური ომის პარტია“, რომ ქართულ ოპოზიციურ სპექტრში უნდა შეიქმას „კვაზი-კოალიცია“ შეიქმნება და თუ ჩაითვლება, რომ გლობალურ პოლიტ-კონიუნქტურას დაყოფა და რადიკალიზმის დივერსიფიცირება ესაჭიროება, მაშინ არ მოხდება.


ასეთია „აგენტოკრატების“ ხვედრი - რა დავალებასაც მიიღებენ, უაპელაციოდ უნდა შეასრულონ თუნდაც, კარდინალურად დაპირისპირებულ და ერთმანეთის მიუღებელ, პოლიტიკურ პლატფორმებს წარმოადგენდნენ.


ასეა სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაშიც - ფორმალური პრეზიდენტი, რომელიც სულ რაღაც 2 წლის წინ, ოპოზიციის მხრიდან სამარცხვინო, რეზიდენტი და ღალატის ფორმულა იყო, ახლა ქარიზმატულ ოპოზიციურ ლიდერად იქცა არა ბუნებრივად, არამედ გლობალური ომის პარტიის დავალებით!ასეთია „აგენტოკრატების“ ხვედრი - საკუთარ მოსაქმებულს მოაწმენდინებენ და ფსევდო-გაერთიანების სახელით, პოლიტიკურ პროსტიტუციაშიც მიაღებინებენ მონაწილეობას“ - წერს სოციალურ ქსელში ზურაბ ქადაგიძე.