გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

BBC: დაწესებული სანქციების მიუხედავად, რუსული ნავთობისგან დამზადებული მილიონობით ბარელი საწვავი კვლავ შედის დიდ ბრიტანეთში

7-02-2024

დაწესებული სანქციების მიუხედავად, რუსული ნავთობისგან დამზადებული მილიონობით ბარელი საწვავი კვლავ შედის დიდ ბრიტანეთში. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი კვლევებზე დაყრდნობით ავრცელებს.


როგორც BBC-ი აღნიშნავს, რომ სანქციებში ე.წ. „ხარვეზი“ ნიშნავს, რომ რუსული ნედლი ნავთობი გადამუშავდება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ინდოეთი, ხოლო პროდუქცია შემდგომ იყიდება დიდ ბრიტანეთში.


ეს არ არის უკანონო და არ არღვევს გაერთიანებული სამეფოს მიერ რუსულ ნავთობზე დაწესებულ აკრძალვას, მაგრამ კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ძირს უთხრის სანქციებს, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის ომისთვის თანხების შეზღუდვას.


დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უარყო რუსული ნავთობის იმპორტი 2022 წლიდან.


ბრიტანეთის მთავრობის სპიკერმა განაცხადა, რომ საერთაშორისოდ აღიარებული „წარმოშობის წესები“ განსაზღვრავს, რომ ნედლი ნავთობი, რომელიც დამუშავებულია სხვა ქვეყანაში, ვაჭრობის მიზნებისთვის კლასიფიცირებულია, როგორც გადამამუშავებელი ქვეყნიდან მომავალი.