1-10-2018
გვიან ღამით თელავი- ნაფარეულის საავტომობილო გზაზე „ბმვ“-ს მარკის ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ცოლ-ქმარი დაშავდა.
უგონო მდგომარეობაში მყოფი 60 წლამდე მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, ავტომობილში ჩარჩენილი 55 წლამდე ქალის ამოყვანა მეხანძრე მაშველებმა სპეციალური სამაშველო აღჭურვილობის გამოყენებით მოახერხეს.
ორივე დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და ექიმების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
შს სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, ფაქტზე გამოძიება 276 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.