გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზურაბ ქადაგიძე: არც წარსულმა გამოცდილებამ და არც რეალობის შეფასებამ ასწავლა რამე კვაზი-ოპოზიციას; ისევ “აგენტოკრატიასა” და სხვის დაკრულზე ცეკვას აპირებენ

8-02-2024

“ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ქვეყნის ორი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა - მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საქართველოში სიღარიბის სრულად დაძლევა.


ქადაგიძის თქმით, დღეს ირაკლი კობახიძის მთავრობა უალტერნატიოვა პოლიტიკურ სივრცეში.


“იმისათვის, რომ ორივე უმთავრესი ამოცანა ამოიხსნას, აუცილებელია ეროვნული ინტერესებით ნაკარნახევი საშინაო და საგარეო პოლიტიკა. მოწოდების სიმაღლე, რომელსაც დღეს ირაკლი კობახიძის მთავრობა კომპეტენციით, პოლიტიკური ალღოთი და ეროვნული ინტერესების მიმართ ერთგულებით წარმოადგენს, უალტერნატივოა არსებულ პოლიტიკურ სივრცეში. სამწუხაროდ, ჩვენი კვაზი-ოპოზიცია კვლავ სუიციდის გზას ადგას. არც წარსულმა გამოცდილებამ და არც რეალობის შეფასებამ ასწავლა რამე. ისევ “აგენტოკრატიასა” და სხვის დაკრულზე ცეკვას აპირებენ. ამიტომაც, ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს დაუჭერს ეროვნულ პოლიტიკას, რომელსაც ირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტრის რანგში განახორციელებს!” - წერს ქადაგიძე.