გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თიბისი აკადემიაში რისკების მიმართულებით რეგისტრაცია დაიწყო

9-02-2024

თიბისი აკადემიაში რისკების მართვის მიმართულებით სტუდენტების მიღება დაიწყო. აკადემიაში სწავლა თიბისის მიერ სრულადაა დაფინანსებული.  პროგრამა ინტენსიურ პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებას მოიცავს და მისი წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტები სპეციალურ სერტიფიკატს მიიღებენ. რეგისტრაცია 21 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.


რისკების აკადემია თიბისიმ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დააფუძნა. საგანმანათლებლო პროექტის მიზანი ახალგაზრდებისთვის საბანკო რისკების მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლება, გამორჩეული კადრების აღმოჩენა და განათლების ხელშეწყობაა. პროგრამას სფეროს პროფესიონალი მენტორები – თიბისის თანამშრომლები და მოწვეული ლექტორები გაუძღვებიან და სტუდენტებს ანალიტიკური და ტექნიკური უნარებისა და ცოდნის შეძენაში დაეხმარებიან.


პროგრამა ოთხთვიან კურსს მოიცავს. დაინტერესებულმა პირებმა ონლაინ აპლიკაცია 21 თებერვლის ჩათვლით უნდა შეავსონ. საუკეთესო აპლიკანტების შერჩევა კი ტესტირებისა და გასაუბრების ეტაპების გავლის შემდეგ მოხდება.