გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

შემოსავლების სამსახურის განცხადება: ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით შეჩერებულია საინფორმაციო საკომუნიკაციო ცენტრის - 2 299 299 მუშაობა

9-02-2024

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ სატელეფონო ქსელის სისტემური დაზიანების გამო, დროებით შეჩერებულია საინფორმაციო საკომუნიკაციო ცენტრის - 2 299 299 მუშაობის პროცესი.


"მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები, რათა დროულად მოხდეს მომსახურების სრული აღდგენა.


აქვე გაცნობებთ, რომ მომსახურების მიღება შესაძლებელია RS-ჩათის მეშვეობით ან დისტანციურ რეჟიმში, ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge არსებული ელექტრონული სერვისებით.


შემოსავლების სამსახური ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხებისთვის" - აცხადებენ უწყებაში.