გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ბიძინა ივანიშვილმა მეუღლესთან ერთად, ვაჟა აზარაშვილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა

10-02-2024

პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, მეუღლესთან ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.


ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი და პედაგოგი ვაჟა აზარაშვილი 7 თებერვალს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.


ვაჟა აზარაშვილმა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1961 წელს დაამთავრა.


1961 წლიდან, შემოქმედებითი მოღვაწეობის პარალელურად, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობასაც. 1971 წლიდან იყო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, პროფესორი(1988); 1994 წელს გახდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სამხატვრო ხელმძღვანელი.


მისი შემოქმედება გამოირჩევა ჟანრობრივი მრავალფეროვნებით: სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტალური, მიუზიკლი და საესტრადო; ძირითადი მიმართულებაა ინსტრუმენტული და საესტრადო მუსიკა.