გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ზუგდიდში „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლეს

1-10-2018

ზუგდიდის მერიის ააიპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ თანამშრომლების ნაწილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც ააიპ-ის დირექტორი ზვიად ქარჩავა აცხადებს, 19 თანამშრომელს ხელშეკრულების ვადა დაუმთავრდა.


„ამ ეტაპზე მათთვის ხელშეკრულების გაგრძელების საჭიროება დღის წესრიგში არ დგას. ხოლო ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ საჭიროებისამებრ განახლდება ხელშეკრულებები“, - აცხადებს ქარჩავა.


მისივე თქმით, ამ დროისთვის აღნიშნულ ააიპ-ში ჩათვლით 9 ადამიანი მუშაობს.


ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ააიპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" საქმიანობის შესწავლა აგვისტოში დაიწყო.


imedinews.ge