გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

თურქული პრესა: როგორ უგებენ მახეს ბათუმში გასართობად ჩასულ თურქებს

1-10-2018

თურქული გამოცემის, «Milliyet»-ს მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში ასახულია აჭარაში შექმნილი სიტუაცია თურქეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით: თუ როგორ ატყუებენ, ფულს სძალავენ და ემუქრებიან ბათუმში გასართობად ჩასულ თურქებს ადგილობრივი მოსახლეობა, მათ შორის ქალებიც. სტატიაში საუბარია აგრეთვე ქართული პოლიციის მიერ მიღებულ ზომებზე თურქეთის მოქლაქეების უფლებების დაცვის მიზნით.


საინფორმაციო პორტალი region.ge გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:


თურქეთ-საქართველოს საზღვარზე, სარფის საკონტროლო-გამსვლელ პუნქტში მგზავრთა რაოდენობა ბოლო წლებში სულ უფრო იზრდება - მაჩვენებლმა ამას წინათ უკვე 8 მილიონს გადააჭარბა. თურქი მოქალაქეების ნაკადი განსაკუთრებით ზაფხულში მატულობს - სარფიდან ბათუმამდე ავტომობილების უწყვეტი ქარავანი მიდის. თურქები ბათუმში ძირითადად დისკოთეკებში, ღამის კლუბებში და კაზინოებში ერთობიან - ამგვარი „დასვენების“ დაწესებულებების რიცხვი აჭარაში დღითი დღე მატულობს.


ბოლო წლებში ბათუმში, რომელსაც ადგილობრივ „ლას-ვეგას“-საც ეძახიან, თაღლით-აფერისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა: საზღვრის გადაკვეთის შემდეგ თურქი მოქალაქეებს ადგილობრივი ქალბატონები ხვდებიან, მიჰყავთ რესტორნებში და სხვა გასართობ ცენტრებში და მახეს უმზადებენ - გარკვეულ მომენტში მაგიდიდან დგებიან და „იკარგებიან“, თურქებს კი ძვირადღირებული „ვახშმის“ საფასურის - 40 ათას ლირაზე მეტის გადახდა უწევთ. თუ თურქი მოქალაქე უარს იტყვის გადახდაზე, მას ემუქრებიან. გახშირდა ცემისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებიც.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თურქ მოქალაქეთა საჩივრების ზრდის კვალობაზე, ზომები მიიღო, კონტროლი გაძლიერდა. როგორც თურქეთის დაზარალებულ მოქალაქეთა სოლიდარობის ასოციაციის ხელმძღვანელმა რიზე-ნური კაპიტოღლუმ თქვა, თაღლითობისა და მოტყუების ფაქტებმა მართლაც მნიშვნელოვნად იმატა. მან ბათუმში წამსვლელი თურქეთის მოქალაქეები გააფრთხილა - ყურადღება გამოიჩინონ, რომ ქალების მიერ დაგებულ მახეში არ აღმოჩნდნენ. „თუ დაზარალდებით ან მსგავს საეჭვო სიტუაციაში მოხვდებით, აუცილებლად აცნობეთ პოლიციას ან თურქეთის საკონსულოს“.


ართვინიდან (ქემალფაშიდან) ბათუმში ჩასულ აბდი ბოსტანს ერთ ჭიქა ხილის წვენში 10 ათას ლირამდე გადაახდევინეს. „მე კიდევ კარგად გადავრჩი, ჩემი მეგობრები კი ბათუმიდან ძალიან უკმაყოფილოები დაბრუნდნენ. თურქებს ხშირად საკრედიტო ბარათებსაც ართმევენ, ტანსაცმელსაც ხდიან... ისინი სამშობლოში უკვე ჯიბეცარიელები ბრუნდებიან. ამას აკეთებენ როგორც ქართველები, ასევე [ბათუმელი] თურქებიც. ასეთი სიტუაცია უნდა გამოსწორდეს“, - აღნიშნა აბდი ბოსტანმა.