გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილი თითოეულ თქვენგანს ქურდავს

1-10-2018

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილია, არა მარტო ბიზნესმენებს, არამედ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ძარცვავს. 


ეს განცხადება მან "ომეგა ჯგუფის" ხელმძღვანელის, ზაზა ოქუაშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით, საკუთარ ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში გააკეთა.

 

„რაც მე ვიხილე გუშინ ტელევიზიით, ჩემთვის არ არის გასაკვირი. ამ კაცმა, ივანიშვილმა, მთელი ფული იშოვა 90-იანებში სხვა ხალხის ძარცვით და ის ბოლო წლებში თითოეული თქვენგანის გაქურდვით დაკავდა.


მან გაგქურდათ ელექტროენერგიის ტარიფებით, რომელიც აგიწიათ, იმიტომ რომ მის ბიტკოინების ფაბრიკებს ემუშავა. მან  მოიპარა სიგარეტის თითოეული კოლოფიდან 2.5 თეთრი. მან გაგქურდათ საბანკო კრედიტების მეშვეობით, იმიტომ რომ თვითონ არის საქართველოს მთავარი მევახშე. მან შეავიწროვა პატარა ბიზნესები, იმიტომ რომ თვითონ  არის მონოპოლისტი უკლებლივ ყველა სფეროში.


მან გაქურდა საქართველოს ბიუჯეტი და გაანადგურა საქართველოს მილიარდიანი რკინიგზა და ის პრაქტიკულად  წამგებიანად აქცია. ერთი სიტყვით, სადაც გაიხედავ ყველგან გვაქვს კატასტროფა და მარტო „ომეგა“?


ის, რაც ვიხილე იუსტიციის სახლებში, ეს რიგები... მეგობრებო, იუსტიციის სახლები ისეა მოწყობილი ტექნოლოგიურად, რომ შეუძლებელია იქ იყოს რიგები, როგორ მოახერხეს ამ უდღეურებმა, ამ აწყობილი სისტემის, რომელიც საათივით იყო აწყობილი, ასე განადგურება. ჩვენმა სიმწრით შექმნილმა სახელმწფო აპარატმა გაძლო რამდენიმე წელი და ისევ ჩამოიშალა. კორუფცია დაბრუნდა  უკლებლივ ყველა რგოლში და იმ ხალხს მინდა ვუთხრა, ვინც იძახის, სააკაშვილის დროსაც იყო და ივანიშვილის დროსაც. რანაირად ხალხო, ვერ გავიგე მართლა სკლეროზი ხო არ გჭირთ?


მე არაფერი მაქვს, ივანიშვილმა მილიარდები იშოვა. ბოლოს და ბოლოს, ჩემს დროს ეკონომიკა ოთხჯერ გაიზარდა, ამის დროს არ იზრდება, ჩემ დროს სიღარიბე შემცირდა, ამის დროს ორჯერ გაიზარდა, რანაირად არის ერთი და იგივე?- ეს იმხელა განსხვავებაა, როგორც დღე და ღამე, როგორც ცა და დედამიწა, როგორც შავი და თეთრი. ამიტომ, 28-ში ჩვენ უნდა მოვიგოთ საპრეზიდენტო არჩევნები. შემდეგ, ჩამოყალიბდეს ეროვნულ ძალებზე დაფუძნებული ახალი მთავრობა, შემდეგ ამ მთავრობამ უნდა გამოიყვანოს საქართველო ჭაობიდან, საქართველომ უნდა განაგრძოს წინსვლა და თითოეულმა ქართულმა ოჯახმა უნდა იგრძნოს შვება და ეს ასეც იქნება,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.