გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ბიძინა ივანიშვილი: "ნაცმოძრაობის" ყველაზე დიდი დანაშაული 2008 წლის ომში მათი პოზიცია იყო

1-10-2018

პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე დიდი შეცდომა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მათი პოზიცია იყო.


მანვე დღეს საზოგადოებას საპრეზიდენტო კანდიდანტის, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.


„ყველაზე დიდი დანაშაული, დამეთანხმებით ალბათ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა მისი მმართველობის პერიოდში  და დანაშაულები ქონდა ძალიან ბევრი, ალბათ იყო 2008 წლის ომში მათი პოზიცია... მითუმეტეს არ დაიკარგებოდა ტერიტორიების 20 პროცენტი. გახსოვთ, როგორ იქცეოდნენ, როგორ მიატოვეს დახოცილი ჯარისკაცები, როგორ უპატრონოდ  დატოვეს ცოცხალი ჯარი ტყეში.  სწორედ ეს თემა აქვთ დღეს ყველაზე მეტად წინა პალანზე წამოწეული. ყველაზე დიდი დანაშაული, რაც მათ ჩაიდინეს, ცდილობენ დღეს გადმოიტანონ, ჩვენ დაგვაბრალონ და გადააბრალონ  საპრეზიდენტო კანდიდანტს, სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც, თავისი მოღვაწეობის პერიოდში იზრუნა, რომ რუსულ ჯარს ჭეშმარიტად დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორიები. მე მახსოვს და თქვენც კარგად გახსოვთ ალბათ, როგორ პრინციპულობით გამოირჩეოდა ქალბატონი სალომე საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში, ის იყო ძირითადი ფიგურა მაშინ, რომ ჩვენ რუსულ ჯარს საქართველოს ტერიტორიები დავატოვებინეთ.  ყველას კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ თითოეულმა თქვენგანმა მაქსიმალური შესაძლებლობები გამოავლინოთ, მხარში დავუდგეთ მას და ჩვენ ქალბატონ სალომეს აუცილებლად მივიყვანთ გამარჯვებამდე,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.