1-10-2018
ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით „გვახსოვდეს აფხაზეთი - რუსეთის უკანონო ოკუპაცია და 25 წელი1992-1993 წლების ომის შემდეგ“.
ღონისძიებას მისასალმებელი სიტყვით ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ირაკლი გივიაშვილმა მიმართა, რომელმაც ყურადღება ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკაზე გაამახვილა.
ირაკლი გივიაშვილმა ასევე ისაუბრა იმ ფაქტზე, რომ ქართული დიპლომატიური სამსახურის ძალისხმევით და ევროპელი პარტნიორების დახმარებით, ევროპის საბჭოს დღის წესრიგში დგას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის საკითხები.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარის მოადგილე, ისტორიკოსი პროფესორი ჯემალ გამახარია, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ზურაბ ჯგუბურია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და განათლების მინისტრი,ასევე ქართული დიასპორის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.