გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დაცული ტერიტორიების სააგენტო რეკრეაციული სერვისების განვითარებაზე მუშაობს

14-02-2024

დაცული ტერიტორიების სააგენტოში, სამუშაო შეხვედრაზე, დაცულ ტერიტორიებზე არსებული რეკრეაციული სერვისებისა და პროდუქტების განვითარების საკითხები განიხილეს.


კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) კონსულტანტებმა წარმოადგინეს კონცეფციის დოკუმენტის პირველადი ვერსია. ის მოიაზრებს დაცულ ტერიტორიებზე სხვადასხვა რეკრეაციული აქტივობის განვითარების და ვიზიტორებზე მეტად მორგებული მომსახურებების დანერგვის შესაძლებლობას.


შეხვედრა GEF/UNDP-ის პროექტის - „დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს - ბიომრავალფეროვნების კვლევა/მონიტორინგს, სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებას, დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის გაუმჯობესებას, მისი შემოსავლების ზრდის საშუალებებისა და მეთოდების კვლევის განხორციელების გზით.


სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ: დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეები - თამარ ხახიშვილი, თომა დეკანოიძე და ბესიკ კუსიდი; ასევე, კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) კონსერვაციის რეგიონალური დირექტორი, თამარ პატარიძე და ფონდის კონსულტანტები; მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების და მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციების დირექტორები და თანამშრომლები.