გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ბიძინა ივანიშვილი: უნდათ გირგვლიანის მკვლელობის იდენტური გახადონ ის  უბედურება, რაც ხორავას ქუჩაზე მოხდა

1-10-2018

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ოპონენტები ცდილობენ, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი ტრაგედია გირგვლიანის მკვლელობის იდენტური გახადონ.

 

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, დღევანდელ ხელისუფლებას გადააბრალოს ის, რასაც თვითონ აკეთებდა.

 

„გახსოვთ გირგვლიანის და სხვა უდანაშაულო ახალგაზრდების მკვლელობები, უნდათ იდენტური გახადონ ის დრამატული უბედურება, რაც სკოლაში განვითარდა.

ეს საზოგადოებისთვის დიდი ტრავმა  და დიდი სტრესი იყო და ცდილობენ იმასაც, რასაც თვითონ აკეთებდნენ,- ბავშვების ჩხუბი დღევანდელ მმართველ ძალას უნდათ რომ დააბრალონ და გირგვლიანის მკვლელობის იდენტური გახადონ “, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.