გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ბიძინა ივანიშვილი მედიასა და ბიზნესზეწოლაზე საუბარს ღიმილის მომგვრელს უწოდებს

1-10-2018

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით,  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ მედია ტოტალურად იმართებოდა.


ეს განცხადება მან მმართველ გუნდთან დღეს გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

 

„რა დღეში იყო მედია გვახსოვს, ტოტალურად იმართებოდა ერთი კაცის - სააკაშვილის მიერ. დილიდან საღამომდე ტელევიზორთან იჯდა, მისი ძირითადი საქმიანობა ეს იყო - პირდაპირი მნიშვნელობით მართავდა ამ პროცესს და თავისი მოღვაწეობის 80% სწორედ ამას მოახმარა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

პარტიის ლიდერი მედიასა და ბიზნესზეწოლაზე საუბარს ღიმილის მომგვრელს უწოდებს.

მასალის ვიდეოვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე