გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ძირითადი სექტორები, რაშიც საუდელი ბიზნესმენები დებენ ინვესტიციებს, ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტებს ემთხვევა - მიხეილ ხიდურელი

15-02-2024

"ძირითადი სექტორები, რაშიც საუდელი ბიზნესმენები დებენ ინვესტიციებს, ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტებს ემთხვევა" - ამის შესახებ "აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა ისაუბრა საქართველო-საუდის არაბეთის საინვესტიციო ბიზნეს ფორუმზე., რომელიც 15 თებერვალს თბილისში გაიმართა.


ფორუმი სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით ჩატარდა და მას 100-ზე მეტი საუდური კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრმა ხალიდ ალ-ფალიჰიმ.


საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და შესაძლებლობების შესახებ, მიხეილ ხიდურელმა პრეზენტაცია გამართა. სააგენტოს დირექტორის თქმით, დღესდღეობით, საუდის არაბეთიდან განხორციელებული ინვესტიციების წილი საქართველოში 100 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რაც ისეთი საინვესტიციო პოტენციალის მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საუდის არაბეთია, დაბალი მაჩვენებელია.


"ვმართავთ ძალიან მსხვილ და დივერსიფიცირებულ ბიზნეს-ფორუმს, რომელზეც ვმასპინძლობთ 100-ზე მეტი საუდური კომპანიის წარმომადგენლებს.

დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ფორუმი, საქართველოში საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრის ვიზიტი საუდელ ბიზნესმენებთან ერთად, საფუძველს ჩაუყრის საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის სამომავლო ურთიერთობების განვითარებას. ჩვენ ვხედავთ მზარდ ინტერესს საქართველოსადმი, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ყურეს ქვეყნებიდან ჩამოდიან ინვესტორები, იცით რომ ემირატებთან მჭიდრო ურთიერთობები გვაქვს და მუშავდება რამდენიმე მსხვილი პროექტი. ახლა კი ვფიქრობთ, რომ საუდელი ინვესტორებიც დაინტერესდებიან საქართველოთი.


ძირითადი სექტორები, რაშიც საუდელი ბიზნესმენები დებენ ინვესტიციებს, ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტებს ემთხვევა. ეს არის: უძრავი ქონება, სტუმარ-მასპინძლობის სექტორი, ტრანსპორტი და ენერგეტიკა. სწორედ ამ სექტორების წარმოჩენა, მათი უპირატესობების ჩვენება და კონკრეტული შეთავაზებების წარდგენა მოვახდინეთ საუდელი ინვესტორებისთვის" - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.


ღონისძიებას 300-მდე დელეგატი დაესწრო, მათ შორის საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, საუდის არაბეთის სამთავრობო და ბიზნეს დელეგაცია, საქართველოს ბიზნეს წრეების წარმომადგენლები.


საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნეს ფორუმის ბოლოს გაიმართა ინტერაქციული სესია ქართველ და არაბ ბიზნესმენებს შორის, სადაც მათ საშუალება მიეცათ კავშირები დაემყარებინათ პოტენციურ ბიზნეს პარტნიორებთან.