გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: მარტიდან, მომდევნო ასი დღის განმავლობაში, ვგეგმავ ათ რეგიონში ჩასვლას, მექნება ათი გასვლითი ღონისძიება

15-02-2024

მოგესალმებით, პირველ რიგში, მინდა ყველას მოგილოცოთ მირქმის დღესასწაული. მოგეხსენებათ, რომ პარტიის თავმჯდომარის რანგში დღეს ვმართავ პირველ ბრიფინგს და მინდა გაცნობოთ თქვენ და საზოგადოებას ჩემი გეგმების შესახებ.


მარტიდან, მომდევნო ასი დღის განმავლობაში, ვგეგმავ ათ რეგიონში ჩასვლას, მექნება ათი გასვლითი ღონისძიება. ვაპირებ შევხვდე ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს, რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, ჩვენს აქტივს, მოსახლეობას, რათა ადგილზე გავეცნო მათ საჭიროებებს. ამ შეხვედრების მთავარი მიზანი იქნება წინასაარჩევნო კამპანიის მომზადება. ჩვენი პარტია უნდა მოემზადოს არჩევნებისთვის - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.


"მოგეხსენებათ, ჩვენი გაცხადებული მიზანია, მაქსიმალური შედეგი მივიღოთ ამ არჩევნებზე, ამისთვის საჭიროა ჩვენი რესურსების, აქტივის მაქსიმალური მობილიზაცია, რომ მივიღოთ ძლიერი გამარჯვება და ძლიერი შედეგი.


გავიმეორებ - ჩვენი მიზანია, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე, ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის თითოეულ წევრს. მე მექნება მათთან შეხვედრები.


ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, პარლამენტთან. მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და წარმატება ვუსურვო პრემიერ ირაკლი კობახიძის მთავრობას, ყველა მინისტრს" - განაცხადა ღარიბაშვილმა.