გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გიორგი ამილახვარმა ლატვიის პარლამენტის განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარესთან თანამშრომლობის გაძლიერების გზები განიხილა

15-02-2024

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის, საეიმას განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს, აგიტა ზარინა-სტურესა და კომიტეტის წევრებს უმასპინძლა.


შეხვედრაზე მხარეებმა განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები და ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელების გზები განიხილეს.


გიორგი ამილახვარმა სტუმრებს განათლების სამივე საფეხურზე მიმდინარე პროექტები და მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროების განვითარების მიმართულებით სამომავლო გეგები გააცნო.


მინისტრმა ქვეყნებს შორის არსებულ სექტორულ პარტნიორობაზე საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა განათლების მიმართულებით თანამშრომლობაზე. მისი თქმით, საერთაშორისო პრაქტიკების გაზიარება და ინოვაციების შესახებ ინფორმაციის გაცვლა არის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს განათლების სისტემის გაუმჯობესებას.


საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობის საკითხს და ამ მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებს. მხარეებმა განაცხადეს, რომ ქვეყნის ევროპულ ოჯახში დაბრუნების კუთხით ახალგაზრდებისთვის მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამების შეთავაზება და მეტი ერთობლივი ორმაგი საერთაშორისო ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება აუცილებელია.


აგიტა ზარინა-სტურესამ დადებითად შეაფასა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სისტემის განვითარების კუთხით განხორციელებული პროექტები და სამინისტროსთან თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა.