გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

„ხალხის ძალა“: „სალომეს ფანჩატურს“ დიდი პერსპექტივა არ აქვს

16-02-2024

ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები და ბუნებრივია, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს უკვე დაწყებული აქვს მოსამზადებელი სამუშაოები. სხვებზე არანაკლებ აქტიურობს გლობალური ომის პარტია, რომლის მთავარი საზრუნავი „ნაცმოძრაობის“ ფსევდოშუაშისტური ფრთის გაძლიერება და მის მიერ ბარიერის გადალახვაა, - ნათქვამია საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაში.


როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ზურაბიშვილი პრეზიდენტის თანამდებობიდან როგორც კი გადადგება ხალხი ის მინიმალურ ხიბლსაც დაკარგავს. 

„ხალხის ძალის“ თქმით, ოპოზიცია არჩევნებს ვერ მოიგებს. 


„კვლევები აჩვენებს, რომ მმართველი გუნდი საპარლამენტო არჩევნებში 55-60%-ს მიიღებს, ნაცმოძრაობა - 15-20%-ს, ხოლო 10% გარანტირებულად დაიკარგება იმ პარტიებზე, რომლებიც ბარიერს ვერ გადალახავენ.


შესაბამისად, გასანაწილებელი რჩება დაახლოებით 15%, რომელიც დღეს 5-6 სუბიექტს შორის ისე არის დანაწევრებული, რომ 5%-იან ბარიერს ვერცერთი მათგანი ვერ ლახავს. გლობალური ომის პარტიის მთავარი საზრუნავია, ეს 5-6 სუბიექტი ისე შეკრას, რომ ზემოხსენებულ 15%-ს ერთად მოუყაროს თავი, რათა ნაცმოძრაობამ და მისმა ფსევდოშუაშისტურმა დანაყოფმა რაც შეიძლება ნაკლები ხმა დაკარგონ და ერთად 30-35% მოაგროვონ.


მართალია, არჩევნებს ისინი ვერც ასე და ვერც ისე ვერ მოიგებენ, მაგრამ 30-35%-ის პირობებში, აგონიაში მყოფ კოლექტიურ ნაცმოძრაობას კიდევ ერთხელ გადაარჩენენ და ამით, ხელისუფლებაში მისი დაბრუნებისა და აგენტოკრატიის აღდგენის შანსს 2028 წლისთვის მაინც დაიტოვებენ.


გეგმის სათავეში სალომე ზურაბიშვილია მოაზრებული, რაც ადასტურებს, რომ გლობალურ ომის პარტიას გათვლებში ძალიან უჭირს. როდესაც ისინი მასთან ლომჯარიას, ხაზარაძის, გახარიას, მელიას, გვარამიას, ჯაფარიძისა და ხოშტარიას გაერთიანებას ფიქრობენ, ამით კიდევ უფრო კარგად ჩანს, რომ გლობალურ ომის პარტიაში საქართველოსთან დაკავშირებული გეგმები ძალიან დაბალ დონეზე, ნაკლებად კომპეტენტური აგენტების მიერ მზადდება.


სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მოხსენება სხვა არაფერი იყო, თუ არა ფსევდოშუაშისტური პარტიის, ანუ „სალომეს ფანჩატურის“ დაფუძნების ანონსი.


მისი გამოსვლის ტექსტს ზედაპირულადაც კი თუ გავაანალიზებთ, აშკარაა, რომ ის, ყველა წინა ტექსტისგან განსხვავებით, არა მისი ადმინისტრაციის „სპიჩრაითერის“, არამედ სპეცსამსახურების მიერ იყო დაწერილი. ასეც და ისეც, ფსევდოშუაშისტური პარტიის შექმნას დიდი წარმატება არ უწერია.


სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის თანამდებობიდან სექტემბერში როგორც კი გადადგება, ის იმ მინიმალურ ხიბლსაც დაკარგავს, რაც პრეზიდენტის სტატუსს სდევს თან. გარდა ამისა, დეპუტატობის კანდიდატის რანგში, მას იმაზე მეტი ლაპარაკი მოუწევს, ვიდრე ახლა უწევს. ყველას გვახსოვს, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს სალომე ზურაბიშვილმა რამდენი სისულელე თქვა, რის გამოც მან „ქართული ოცნების“ სრული მხარდაჭერის პირობებშიც კი, ხმების 40%-ზე ნაკლები მიიღო და კინაღამ მეორე ადგილზე გავიდა.


ზურაბიშვილის, ლომჯარიას, ხაზარაძის, გახარიას, მელიას, გვარამიას, ჯაფარიძისა და ხოშტარიას ერთობა რომ ვერაფრით გაიყიდება არანაცურ გაერთიანებად, ეს კიდევ ცალკე საკითხია. ასე რომ, „სალომეს ფანჩატურს“ დიდი პერსპექტივა არა აქვს. მთავარია, მან 5%-იანი ბარიერიც ვერ გადალახოს, რომ კოლექტიურ ნაცმოძრაობას 2028 წლისთვის ძალების აღდგენის მინიმალური შანსიც არ დარჩეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.