გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თამთა მეგრელიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: საბოლოო ჯამში, არჩევნებს ეს ძალები ვერც ასე და ვერც ისე ვერ მოიგებენ, ვერც არჩევნებით მათთვის ნათქვამ "არა"-ს უგულებელყოფენ და პოლიტიკურ ფეილს აღიარებენ

16-02-2024

"ნაციონალურ მოძრაობას" 2024 წლის არჩევნების შედეგით უნდა ვუთხრათ მყარი უარი პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობაზე, რადგან ქართულ სახელმწიფოს სჭირდება სტაბილური გარემო, მშვიდობა და განვითარება და ხელოვნური რყევები რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" და სხვა დესტრუქციულნი იწვევენ პოლიტიკურად დაკარგული დროა და ქართულ სახელმწიფოს ართმევს დიდ შესაძლებლობებს," - ასე ეხმაურება "ხალხის ძალის" წევრი თამთა მეგრელიშვილი საზოგადოებრივი მოძრაობის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას.


მეგრელიშვილის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი სექტემბერში თანამდებობიდან გადადგომას ფიქრობს, რათა სათავეში ჩაუდგეს რადიკალური ოპოზიციის გაერთიანებას, მაგრამ ე.წ. "სალომეს ფანჩატურს" დიდი პერსპექტივა არ აქვს.


"საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება და პოლიტიკური ეიფორია, რომელიც შეინიშნება, სავსებით ლოგიკურია.


წინასწარი კვლევები ცხადყოფს, რომ მმართველი გუნდი საპარლამენტო არჩევნებში 55-60%-ს მიიღებს, ნაცმოძრაობა - 15-20%-ს, ხოლო 10% განაწილდება იმ პარტიებზე, რომლებიც ბარიერს ვერ გადალახავენ. გასანაწილებელი რჩება დაახლოებით 15%, რომელიც 5-6 სუბიექტს შორის ისე არის დანაწევრებული, რომ 5%-იან ბარიერს ვერცერთი მათგანი ვერ ლახავს.


სურათი მძიმეა და სწორედ ამიტომ გლობალური ომის პარტიის მთავარი საზრუნავია, ეს 5-6 სუბიექტი ისე შეკრას, რომ ზემოხსენებულ 15%-ს ერთად მოუყაროს თავი, რათა ნაცმოძრაობამ და მისმა ფსევდოშუაშისტურმა დანაყოფმა ერთად 30-35% მოაგროვონ.


2024 წლის არჩევნები სამართლიან პოლიტიკურ ქულას დაუწერს მონაწილე ძალებს, ეს იქნება უპრეცედენტოდ გამჭვირვალე არჩევნები, რომელიც სპეკულაციის ადგილს არ დატოვებს.


ამ მაღალი სტანდარტისა და ხარისხის პირობებში კოლექტიური ნაცმოძრაობის რეანიმირება რთული იქნება, ეს ძალები არ დასჯერდებიან პოლიტიკურ ფეილს და ქუჩაში გამოვლენ. ამ პროცესებისათვის უკვე ხდება ახალგაზრდების გადამზადება.


კითხვაზე - ეს ძალები არჩევნებისთვის უფრო ემზადებიან თუ ქუჩის პროცესებისთვის? პასუხი მარტივია, მათთვის ქუჩის პროცესები ერთადერთი საშუალება და გამოსავალია მათი დესტრუქციული განწყობებისა და ძალის საჩვენებლად. ცხადია, ფსონი დაიდება ქუჩურ "პოლიტიკაზე".


საბოლოო ჯამში, არჩევნებს ეს ძალები ვერც ასე და ვერც ისე ვერ მოიგებენ, ვერც არჩევნებით მათთვის ნათქვამ "არა"-ს უგულებელყოფენ და პოლიტიკურ ფეილს აღიარებენ. 2024 წლის საარჩევნო შედეგი მათთვის 2028 წელს პოლიტიკური მელოდიის გაგრძელება იქნება.


ღიმილის მომგვრელია, როცა გლობალურ ომის პარტიას საგანგებოდ გადანახული, მის მიერ არაერთხელ შეურაცხყოფილი სალომე ზურაბიშვილი ეიმედება.

სალომე ზურაბიშვილს პირდაპირ მიეცა ფსევდოშუაშისტური პარტიის, ანუ „სალომეს ფანჩატურის“ დაფუძნების დავალება.


ის ამ დავალების შესასრულებლად პრეზიდენტის თანამდებობიდან სექტემბერში ფიქრობს გადადგომას.


გამორიცხულია, ზურაბიშვილის, ლომჯარიას, ხაზარაძის, გახარიას, მელიას, გვარამიას, ჯაფარიძისა და ხოშტარიას ერთობა ვერ გაიყიდება არანაცურ გაერთიანებად.


ასე რომ, „სალომეს ფანჩატურს“ დიდი პერსპექტივა არა აქვს. მთავარია, მან 5%-იანი ბარიერიც ვერ გადალახოს, რომ კოლექტიურ ნაცმოძრაობას 2028 წლისთვის ძალების აღდგენის მინიმალური შანსიც არ დავუტოვოთ.


"ნაციონალურ მოძრაობას" 2024 წლის არჩევნების შედეგით უნდა ვუთხრათ მყარი უარი პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობაზე, რადგან ქართულ სახელმწიფოს სჭირდება სტაბილური გარემო, მშვიდობა და განვითარება და ხელოვნური რყევები რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" და სხვა დესტრუქციულნი იწვევენ პოლიტიკურად დაკარგული დროა და ქართულ სახელმწიფოს ართმევს დიდ შესაძლებლობებს.


2024 წელს არა კოლექტიურ ნაცებს!


არა საქართველოში ანტიქართულ პოლიტიკურ ძალებს!" - წერს მეგრელიშვილი.