გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზაზა შათირიშვილი: ოპოზიციაში არ არის არანაირი რესურსი; არანაირი რეიტინგი. რაც ოცნება ხელისუფლებაშია, ეს არის პირველი არჩევნები, რომელსაც არ აქვს არანაირი ინტრიგა

17-02-2024

„რეალური სიტუაცია ისეთია, რომ ოპოზიციის არცერთ წარმომადგენელს არანაირი რესურსი, არანაირი რეიტინგი არ აქვს და ეს არის მართლა სერიოზული პრობლემა“- ამის შესახებ ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა Postv-ის ეთერში, გადაცემაში „დიდი გადაცემა“ განაცხადა.


როგორც შათირიშვილმა აღნიშნა, წინა არჩევნებისგან განსხვავებით, 2024 წლის არჩევნებს ინტრიგა არ აქვს.


„ძალიან პარადოქსული სიტუაციაა. განსხვავებით წინა არჩევნებისგან, ამ არჩევნებს საერთოდ ინტრიგა აღარ აქვს. ამ 11-12 წლის განმავლობაში, რაც „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, ეს არის ალბათ პირველი არჩევნები, როდესაც არჩევნებს არ აქვს არანაირი ინტრიგა. ეს მარტო ხაზარაძეს არ ეხება, ყველას ეხება, გახარიასაც.


მაგალითად გახარიას თავიდან ჰქონდა წარმატება, მაგრამ როგორც კი წითელ ხაზს გადასცდა, გახარიამაც დაკარგა რეიტინგი. ოპოზიციაში არ არის არანაირი ქარიზმა, რეიტინგი, რესურსი, განსხვავებით ყველა წინა არჩევნებისაგან, საერთაშორისო სიტუაციაც ისე დალაგდა და ეს წელიწად-ნახევარიც ისე წავიდა, რომ არჩევნებს არ აქვს არანაირი ინტრიგა“-განაცხადა ზაზა შათირიშვილმა.