გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მშვიდობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი კვირეული „მშვიდობა უდრის მომავალს“ გაიმართა

1-10-2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელოვნების განყოფილება აფხაზეთის ახალგაზრდობის შემოქმედებითი კავშირი „ახალგაზრდობა, მშვიდობა და განვითარება“-ს ორგანიზებით, ვალერი არქანიას არტ-გალერეაში მშვიდობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი კვირეულის დახურვის ცერემონია გაიმართა.

 

პრესსამსახურის ცნობით, მშვიდობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი კვირეული „მშვიდობა უდრის მომავალს“ აფხაზეთის მთავრობისა და განათლების და კულტურის სამინისტროს სამშვიდობო ინიციატივების ფარგლებში მიმდინარეობდა. დახურვის ღონისძიებაზე კვირეულის აქტივობებში მონაწილე ბავშვებს დიპლომები გადაეცათ. ასევე, ხანდაზმულთა დღესთან დაკავშირებით, სათნოების სახლ „კათარზისის“ ბენეფიციარებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ბესიკ ოდიშარია, არასამთავრობო ორგანიზაცია „კავშირი-მადლი“ ხელმძღვანელი ფლორა შენგელია, ქველმოქმედი გულიკო ორაგველიძე და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.