გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თამთა მეგრელიშვილი: თუ დღეს ქართულ სახელმწიფოს ერთი პატიმრის შენახვა უჯდება 17400 ლარი, მიხეილ სააკაშვილის შენახვაში სახელმწიფო წელიწადში ხარჯავს 200 ათას ლარს

17-02-2024

„სააკაშვილი არ არის პოლიტიკური პატიმარი, ის არის კონკრეტულ საქმეებზე მსჯავრდადებული, პრივილეგირებული პატიმარი,“ - განაცხადა მედიასთან საუბრისას „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა.


მისივე თქმით, პარალელის გავლება მიხეილ სააკაშვილსა და ნავალნის პატიმრობას შორის, პოლიტიკურად უხერხულია.


„ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა კვლევა, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთში არსებულ პენიტენციურ სისტემაში მძიმე მდგომარეობაა. ნავალნის მისჯილი ჰქონდა 19 წელი და ის იყო განსაკუთრებული რეჟიმის მქონე პატიმარი, რაც ნიშნავს, რომ მას იგივე პირობებში უწევდა ყოფნა, რა პირობებშიც უწევთ უვადო თავისუფლებააღკვეთილ პირებს სასჯელის მოხდა. აქედან გამომდინარე, ძნელია ისაუბრო, რა არის ნავალნის გარდაცვალების მიზეზი და შეაფასო ფაქტი. პარალელის გავლება მიხეილ სააკაშვილსა და ნავალნის პატიმრობას შორის, პოლიტიკურად უხერხულია.


სააკაშვილი არ არის პოლიტიკური პატიმარი, ის არის კონკრეტულ საქმეებზე მსჯავრდადებული, პრივილეგირებული პატიმარი. რეალურად, თუ დღეს ქართულ სახელმწიფოს ერთი პატიმრის შენახვა უჯდება 17 400 ლარი, მიხეილ სააკაშვილის შენახვაში სახელმწიფო წელიწადში ხარჯავს 200 000 ლარს.


მნიშვნელოვანია ისიც, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სააკაშვილის საქმე ამორიცხა განსახილველ საქმეთა სიიდან, რაც ნიშნავს, რომ მის მიმართ უფლებები არ დარღვეულა და სტრასბურგის სასამართლო ვერ ხედავს საშიშროებას, რომ რეალურად შეიძლებოდა ამ პატიმრის უფლებები დარღვეულიყო,“ - განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.