გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

„Flydubai” ქუთაისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ზაფხულიდან დაიწყებს

5-12-2017

ავიაკომპანია "Flydubai" ქუთაისის მიმართულებით ავიარეისებს 14 ივნისიდან შეასრულებს. დუბაი-ქუთაისის მიმართულებით ოპერირებას არაბეთის გაერთიანებული საემიროების ავიაკომპანია კვირაში 3 სიხშირით დაიწყებს. 

ავიაკომპანია “Flydubai” 2018 წლის ზაფხულის სეზონის განმავლობაში დუბაი-ქუთაისი-დუბაის მიმართულებით ფრენებს ბოინგ 737-ით 14 ივნისიდან 22 სექტემბრის შუალედში განახორციელებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელობის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება პოპულარული ტურისტული ადგილებისკენ პირდაპირი ფრენის მოთხოვნამ განაპირობა.
თბილისისა და ბათუმის შემდეგ, ქუთაისი მესამე ქალაქი იქნება საქართველოში, სადაც “Flydubai” იფრენს.