გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დაბა ურეკში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა

2-10-2018

ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით დაბა ურეკში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. თანამედროვე სტანდარტების, 130 ბავშვზე გათვლილი შენობა აღჭურვილია უახლესი ინვენტარით, ბავშვებზე მორგებული სველი წერტილებით, სამზარეულოთი, ხანძარსაწინააღმდეგო, წყალგამწმენდი და გათბობის სისტემებით. 


“ფონდ ქართუს” დაკვეთით ურეკის ბაღის მშენებლობა ასოციაცია “ატუმ”- შეასრულა.


ახალ ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დღეიდან დაიწყო. 


ბაღის გახსნას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ადრეული და სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორი - მაკა ჭყონია, განათლების, კულტურისა და ახლაგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსი, მარინა ჯაფარიძე, ადრეული და სკოლამდელი აღზრდის განყოფილების ხელმძღვანელი - თემურ მოქია, ურეკის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა მდინარაძე და დაბა ურეკში მერის წარმომადგენელი დავით რობაქიძე დაესწრნენ. 


„განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. ეს არის უახლესი, თანამედროვე სტანდარტების საბაშვო ბაღი, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. მადლობა მინდა გადავუხადო ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერისთვის და წარმატებები ვუსურვო ბაღის ადმინისტრაციას სააღმზრდელო პროცესის სწორად წარმართვაში.“- აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ. 


დაბა ურეკის საბავშვო ბაღს ადრეული და სკოლამდელი აღზრდის ცენტრის წარმომადგენლებმა საჩუქრად სათამაშოები გადასცეს. 


guriismoambe.com