გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზურაბ ქადაგიძე ხაზარაძე და ჯაფარიძეზე: დეკლარირებული თაღლითები არიან, რომელთაც ფული სააკაშვილის ჯიბეში დაფრთიანებით იშოვეს, კეთილსინდისიერ ბიზნესთან არაფერი აქვთ საერთო

19-02-2024

დეკლარირებული თაღლითები არიან, რომელთაც ფული სააკაშვილის ჯიბეში დაფრთიანებით იშოვეს. კეთილსინდისიერ ბიზნესთან და მითუმეტეს, კონკურენტულ გარემოში მეწარმეობასთან ამათ საერთო არაფერი აქვთ, რადგან პარაზიტები არიან! - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე, Scope Ratings-ის მიერ ხაზარაძისა და ჯაფარიძის შვილების მიერ მართული კომპანიის, „Lisi Lake Development“-ის რეიტინგის B+დან B მინუსამდე შემცირებას და პროგნოზის „ნეგატიურზე“ შეცვლას.


ქადაგიძის თქმით, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს არარსებული მენეჯმენტით უნდოდათ “ანაკლიის პორტის” მშენებლობა, ხოლო როდესაც სახელმწიფო ხელშეწყობა და რამდენჯერმე შეცვლილი პირობებიც ვერ დააკმაყოფილეს, პოლიტიკას შეაფარეს თავი, საკუთარი უუნარობისა და ვალდებულებების თავიდან აცილების მიზნით.


„ასეა, როდესაც ხასიათი თაღლითის გაქვს და ბუნება პარაზიტის.


თავისუფალი კონკურენციის პირობებში არა თუ წარმატებული ბიზნესი, საერთოდ კეთილსინდისიერ მეწარმედაც კი არ შეუძლიათ ოპერირება.


ასეთივე დამოკიდებულება და არარსებული მენეჯმენტით უნდოდათ “ანაკლიის პორტის” მშენებლობა, ხოლო როდესაც სახელმწიფო ხელშეწყობა და რამდენჯერმე შეცვლილი პირობებიც ვერ დააკმაყოფილეს, პოლიტიკას შეაფარეს თავი, საკუთარი უუნარობისა და ვალდებულებების თავიდან აცილების მიზნით.


დეკლარირებული თაღლითები არიან, რომელთაც ფული სააკაშვილის ჯიბეში დაფრთიანებით იშოვეს. კეთილსინდისიერ ბიზნესთან და მითუმეტეს, კონკურენტულ გარემოში მეწარმეობასთან ამათ საერთო არაფერი აქვთ, რადგან პარაზიტები არიან!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.