გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თამარ ჩიბურდანიძე: ზურაბიშვილი სააკაშვილს სავარაუდოდ არჩევნების პიკში შეიწყალებს, რათა მათი გათვლებით, სახალხო მღელვარება გამოიწვიონ და არჩევნების ბედი გადაწყვიტონ, თუმცა, ამჯერადაც უშედეგოდ

19-02-2024

„სააკაშვილის ლობისტებს სურთ გაიმეორონ იგივე სცენარი, რაც 4 წლის წინ სცადეს. არაჟნის კონტეინერით შემოყვანილი პრეზიდენტი მაშინ საკუთარმა ამომრჩეველმა არ დაიცვა და ახლა რისი იმედი აქვთ? ამ პერიოდში ნაცმოძრაობის ამომრჩევლის ნაწილიც კი დარწმუნდა მათი პოლიტიკის ბოროტებაში და ამიტომ აკლდებათ ხმები", - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. მისი თქმით ოპოზიციას სხვა გამოსავალი ამჯერად არ აქვს და შეეცდება ყველა ბერკეტი გამოიყენოს, რათა გაამართლოს დამფინანსებლების ნდობა.


„მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილი ნაცმოძრაობის ირგვლივ შემოკრებილი ოპოზიციის ლიდერი გახდა, არ უგულებელყოფს სააკაშვილის უცხოელი ლობისტების მოთხოვნას და დამნაშავე პრეზიდენტის შეწყალებას ხელს მოაწერს. ოღონდ, ამ ეტაპზე შეწყალება მათთვის სასარგებლო არ არის, არჩევნებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. სააკაშვილის შეწყალება მათ სჭირდებათ არჩევნების პიკში, მოსახლეობის მღელვარების კულმინაციის შესაქმნელად.


თუმცა, ამჯერადაც უშედეგოდ. სააკაშვილის ლობისტებს სურთ გაიმეორონ იგივე სცენარი, რაც 4 წლის წინ სცადეს. არაჟნის კონტეინერით შემოყვანილი პრეზიდენტი მაშინ საკუთარმა ამომრჩეველმა არ დაიცვა და ახლა რისი იმედი აქვთ? ამ პერიოდში ნაცმოძრაობის ამომრჩევლის ნაწილიც კი დარწმუნდა მათი პოლიტიკის ბოროტებაში და ამიტომ აკლდებათ ხმები.


თუმცა, სხვა გამოსავალი ამჯერად არა აქვთ, ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენონ, რათა გაამართლონ იმ დამფინანსებლების ნდობა, რომლებიც ფულს საკუთარი ინტერესებისთვის უხდიან. სწორედ ამიტომ, ოპოზიცია ემზადება არეულობისთვის წინასაარჩევნოდ და არჩევნების შემდეგაც, რადგან ისინი უკვე დარწმუნებულნი არიან საკუთარ მარცხში,” - წერს თამარ ჩიბურდანიძე.